08:54 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (103)
412 0 0

საქართველოში ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვისა და ექსპლუატაციისთვის თვითდიაგნოსტიკის მოდელი დაინერგება.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ახალი რეგულაცია მოიცავს დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლებიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირებას, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგულირებას.

დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა, ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს ელექტროენერგიის საათობრივი ფასის მიხედვით შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს.

საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით დარეგულირდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირება, განისაზღვრება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებასთან დაკავშირებული გადამცემი სისტემის ოპერატორისა და საბალანსო ბაზრის ოპერატორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები.

წესები ეხება ბაზრის მონაწილეებს – ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. წესებით იკრძალება ბაზარზე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და ჯვარედინი სუბსიდირება. 

კომისიის ინფორმაციით, დაინერგება თვითდისპეტჩირების მოდელი, რომლის მიზანიც იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვა და ოპერირება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციების საფუძველზე და მისი მიღება განპირობებულია საქართველოს კანონით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (103)

მთავარი თემები