საქართველო პრიორიტეტული სფეროების განვითარებისთვის 200 მლნ ევროს მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული თანხები მოხმარდება ურბანული განვითარების, ენერგოეფექტურობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვით პროექტებს.

თბილისი, 31 ივლისი  — Sputnik.  საქართველოს და გერმანიის მთავრობებმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 170 მლნ ევროს ფარგლებში შეღავათიანი სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობით გრანტის  გამოყოფას, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

ემიგრანტების დაბრუნება - Sputnik საქართველო
მიგრანტების დახმარების პროგრამა: რა მოცულობის გრანტს მიიღებს სახელმწიფოსგან თითოეული

გამოყოფილი სახსრები მოხმარდება ურბანულ განვითარებაზე მიმართული პროექტების, ენერგოეფექტურობის, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის ღონისძიებების დაფინანსებას.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებას წინ უძღვოდა 2019 წლის 6-7 ნოემბერს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

დღეის მდგომარეობით, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის მთავრობამ 1 მლრდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით საქართველოში პრიორიტეტული სექტორების  დაფინანსებისთვის გამოყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0