COVID-19-ის გამო კომპენსაციის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ვადა სრულდება

© Sputnik / Viktor Kaminskyთბილისის ქუჩებში
თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო მათ, ვინც პანდემიის პერიოდში მუდმივი სამუშაო დაკარგა, თვეში 200 ლარით ეხმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს – ერთჯერადად 300 ლარით.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ კომპენსაციის სახით უკვე გადაუხადა 116,8 მლნ ლარი მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.

31 ივლისის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. აქედან 160 161 ადამიანმა უკვე მიიღო ერთჯერადი კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით. სულ გადაირიცხა 48 მილიონზე ოდნავ მეტი.

სუვენირების გაყიდვა სვეტიცხოვლის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
იზრდება იმ თვითდასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, აპრილის თვის კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით ჩაერიცხა 90 131 პირს, მაისის თვის – 135 670 პირს, ხოლო ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხა ეტაპობრივად ირიცხება.

კომპენსაციის მიღების მსურველთა განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება. უკვე დარეგისტრირებულებს 2020 წლის 1 აგვისტომდე შეუძლიათ განაახლონ არასრული ან არაზუსტი დოკუმენტები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა. დახმარებას იღებენ ისინიც, ვინც სეზონურ სამუშაოებზე საზღვარგარეთ გადიოდა.

კორონავირუსი და უმუშევრობა: რამდენი საწარმო შეამცირებს თანამშრომლებს>>

ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე ამ კატეგორიის თითქმის 35,6 ათასი მოქალაქეა რეგისტრირებული. აქედან 28,7 ათასს უკვე ჩაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც ჯამში 8,6 მლნ ლარს შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად რეგისტრაციის ვადის ამოწურვისა, ფულადი დახმარების გადარიცხვა გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0