საქართველოში საზღვაო სფეროს გამოიკვლევენ

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანას 2020 წლის დეკემბერში ექნება საზღვაო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიის სრულფასოვანი დოკუმენტი მოქნილი საგადასახადო სისტემის დანერგვის ჩათვლით.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის სფეროს მასშტაბური კვლევა იგეგმება.

კვლევის მიზანია არსებული მდგომარეობის შეფასება და საზღვაო ტრანსპორტის მომავალი პრიორიტეტების გამოვლენა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოს მომავალი შავი ზღვა და მეზღვაურები არიან

„პირველი არხის“ ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ევროკავშირის ექსპერტების პირველ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა და მუშაობის გეგმა მონიშნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის დეკემბერში მზად იქნება საზღვაო განვითარების სტრატეგიის სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქართველი მეზღვაურებისთვის დასაქმების შემსუბუქება, საზღვაო პორტების განვითარება, მოქნილი საგადასახადო სისტემა და საზღვაო ბიზნესი.

ფოთში სამხედრო-საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება>>

საქართველოში ამჟამად 12 ათასზე მეტი მეზღვაურია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე მსახურობენ.

ყველა ახალი ამბავი
0