ფოთში სამხედრო-საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის სიტყვებით, შენობის რემონტი ათი თვის შემდეგ დასრულდება, სასწავლო პროცესი კი 2021 წელს დაიწყება.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფოთში ისტორიული შენობის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, სადაც მომავალი წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ბათუმის სამხედრო-საზღვაო აკადემიის ფილიალი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.  

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
ფოთის პორტში ექვსი ათასი ტონა ხორბალი შევიდა - მარაგი 18 ათას ტონამდე გაიზრდება

გახარია მხარდაჭერას დაჰპირდა აკადემიას, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული და ქვეყნის ლოჯისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით უზრუნველყოფს.

„პრემიერი პირადად გაეცნო პროექტის რეალიზების მიმდინარეობას. სამშენებლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ხორციელდება. უნდა აღვნიშნო, რომ საზღვაო სასწავლებელი, სადაც 250 პედაგოგი დასაქმდება და სწავლას ათასობით ახალგარდა გააგრძელებს, უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის სიტყვებით, შენობის რემონტი ათი თვის შემდეგ დასრულდება, სასწავლო პროცესი კი 2021 წელს დაიწყება.

საზღვაო სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. ხელისუფლების განცხადებით, ახალი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალგაზრდა თაობამ ქალაქი არ დატოვოს. ფოთში საზღვაო სასწავლებლის გაჩენა ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის. ახალი სასწავლებელი თავისი პროფილით საპორტო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ფოთი უძველესი საპორტო ქალაქია. პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ 1828 წელს დაიწყო, თუმცა ექსპლუატაციაში მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში შევიდა. სულ მალე აქ ახალი ტერმინალი გაჩნდება, რომლის წყალობითაც პორტი წელიწადში 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0