00:00 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი (44)
200 0 0

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, კონსორციუმმა მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად,  ვერ შეძლო საკუთარი ვალდებულებების შესრულება და პროექტის განხორციელება.

თბილისი, 30 ივლისი  — Sputnik.  საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საარბიტრაჟო სარჩელს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს და ეს არის ხელის შეშლის მცდელობა ახალი ინვესტორის მოძიების საქმეში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურმავამ. 

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა და პროექტის ერთ–ერთმა მსხვილმა უცხოელმა  ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს მთავრობის წინააღმეგ  საერთაშორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს.  კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნებია: ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც, მათი თქმით, 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და შეთანხმების აღდგენა. 

„პირველ რიგში, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, ეს არის აღნიშნული საკითხის პოლიტიზების მცდელობა და ასევე მცდელობა, ხელი შეუშალოს მთავრობას ახალი ინვესტორის მოძიებაში“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად,  ვერ შეძლო საკუთარი ვალდებულებების შესრულება და პროექტის განხორციელება.

 „ახლა 2020 წელია, როდესაც ხელშეკრულების თანახმად ჩვენ უკვე უნდა გვქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ კონსორციუმმა, სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,  სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას“, – აღნიშნა თურნავამ. 

საქართველოს მთავრობამ  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო შეთანხმების საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო, მას შემდეგ რაც 2019 წლის დეკემბერში ინვესტორმა უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. ხელისუფლება უკვე ახალ ტენდერს ამზადებს.

კონსორციუმი უკანონოს უწოდებს  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალი აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელს აღმოსავლეთი და დასავლეთი ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაეკავშირებინა. 

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო სატენდერო პაკეტის განახლებაზე და ახალი ინვესტორის მოძიებაზე.

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (44)

მთავარი თემები