როგორ ვაჭრობს საქართველო – ექსპორტი და იმპორტი კვლავ ეცემა

© photo: Sputnikსატვირთო ავტომობილი
სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს საგარეო ბრუნვა 16%-ით შემცირდა, მათ შორის ექსპორტი 13,1%-ით, ხოლო იმპორტი – 17,2%-ით.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ექსპორტი საქართველოდან განაგრძობს ვარდნას – წლის პირველ ნახევარში 1,5 მილიარდზე მეტი თანხის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 15,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ პრეს-რელიზში.

2020 წლის პირველ ნახევარში იმპორტმა დაახლოებით 3,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 16,5%-ით ნაკლებია.

მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მლნ ევრო: რას მოხმარდება თანხა>>

მთლიანობაში საგარეო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან, 2019 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით, 16,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 5,1 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

ვარდნის ტემპები მცირდება

ექსპორტისა და იმპორტის ვარდნის ტემპები მცირდება – მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს საგარეო ბრუნვა 16%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 13,1%-ით, ხოლო იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოს საგარეო ბრუნვა 33,2%-ით შემცირდა, მათ შორის ექსპორტი 30,6%-ით, ხოლო იმპორტი – 34,3%-ით.

ვალუტის კურსი - Sputnik საქართველო
რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა – ზარალდება სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასვენებისა და გართობის ცენტრები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ასევე საფინანსო სექტორი, მშენებლობის, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

არადამაიმედებელი პროგნოზები

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ საგარეო ვაჭრობის შემცირების მიზეზი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე საკარანტინო ზომებია, ასევე თითოეულ ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვები, დაბრკოლებები გადაზიდვებში და გადახდისუნარიანობის ვარდნა.

ბაზრის მოვაჭრეები და მყიდველები პირბადეებით ბაზარში - Sputnik საქართველო
საქართველოში სურსათი გაიაფდა: ივნისში დაფიქსირდა დეფლაცია

აბულაძის განცხადებით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად ვაჭრობის შემცირება 2020 წელს, კრიზისის სიღრმიდან გამომდინარე, 9–32%-ის დიაპაზონში იქნება.

„აღსანიშნავია ვაჭრობის დაცემის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევების შედეგებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება გადააჭარბებს 285 მილიარდ ევროს, ხოლო იმპორტის ვარდნა – 245 მლრდ ევროს“, – განაცხადა აბულაძემ.

ის მიიჩნევს, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის უკან დახევისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და დაბრკოლებები – ეს მხოლოდ დასაწყისია.

მთავრობა კრიზისს ებრძვის

მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვით ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა>>

ცალკე გეგმა შემუშავდა ბიზნესის დასახმარებლად. მას მთავრობა განსაკუთრებულ შეღავათებს შესთავაზებს. ამასთან, ძირითადი აქცენტი ამჯერად გაკეთდება ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და პროფილის შეცვლაზე.

ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან 3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0