15:09 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ლარის კურსი დღეს (551)
85 0 0

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი ჩაატარა და ჯამში დაახლოებით 230 მილიონი დოლარი გაყიდა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც 20 მლნ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 GEL/$1 შეადგინა.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი გამართა რომლებზეც 229,65 მილიონი დოლარი გაყიდა.

უფრო ადრე ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებს და პოლიტიკის განაკვეთს.

„ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარი არასტაბილურია, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდურობას როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში", – განაცხადა რეგულატორმა.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციებისთვის გამოიყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა კრედიტების ან გრანტების სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ პარასკევისთვის 3,0463 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.

თემები:
ლარის კურსი დღეს (551)

მთავარი თემები