პარლამენტი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს ოთხშაბათს განიხილავს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პროექტი გათვლილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელთა წინაშე დადგა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებების გადამუშავებულ პროექტს განიხილავს.

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებების პროექტი საკუთარი შენიშვნებით მთავრობას 18 ივნისს დაუბრუნა. შესწორებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კორონავირუსის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ასევე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუარესების გამო გახდა საჭირო.

რატომ უბრუნებს პარლამენტი მთავრობას 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებებს>>

მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნები და გაზარდა დაფინანსების მიმღებთა რიცხვი ბიუჯეტში, განუცხადა ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

კოვზანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის მოთხოვნით აგრეთვე წარმოდგენილია სახელმწიფოს ვალის მდგომარეობის ანალიზი, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ შეასრულებს თავის ვალდებულებებს მთავრობა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი: ხელისუფლება პრიორიტეტებს გადახედავს

„მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი კომიტეტის გარკვეული შენიშვნები; გაიზრდება დახმარების მიმღებთა რაოდენობა, ასევე წარმოდგენილია ვალების მდგრადობის ანალიზი, რასაც კომიტეტი განსაკუთრებით ითხოვდა“, – განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს.

„გადამუშავებულ საბოლოო ვერსიაში მაკროეკონომიკური პარამეტრები სრულად არის შენარჩუნებული. ჩადებული არის ყველა ის პროგრამა, რომელიც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს სოციალური უზრუნველყოფის პირობებისთვის ამ პანდემიის დროს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც ცნობილია, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მასში გათვალისწინებული არ არის მოსახლეობის სოციალური ინტერესები, ამიტომ დღეს ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვას ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაესწრებიან.

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ>>

ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პროექტი გათვლილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე, კორონავირუსის პანდემიისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებული პროგნოზების ფონზე.

პროექტის ახალი ვარიანტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2020 წელს დაახლოებით 3,9 მილიარდი ლარით გაიზრდება და 18,4 მლრდ ლარს შეადგენს.

პენსიონერი - Sputnik საქართველო
პრემიერი: მიუხედავად ყველაფრისა, პენსიები მაინც გაიზრდება

ამასთან, შემოსავლები შემცირდება 1 მლრდ ლარით და 10,2 მილიარდს შეადგენს.

შემოსულობების გაზრდა გამოწვეულია სხვა შემოსავლების გაზრდით, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის ხარჯზე, საქართველოს ეროვნული ბანკის დივიდენდების ზრდით, რესურსების დამატებითი მობილიზაციითა და სხვა ფაქტორებით.

ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარების ხარჯზე გაიზრდება გრანტების მოცულობა და გაიზრდება საქართველოს ვალდებულებები. ამასთან, კრედიტების მოცულობა საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში 4,5 მლრდ ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 15,9 მლრდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემცირდება 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები – 347 მლნ ლარით. ასიგნებების ნაწილი გადანაწილდება უწყებების ერთი ნაწილის ხარჯების მუხლების შემცირების და მეორე ნაწილის ხარჯების გაზრდის ხარჯზე.

ცხოვრება ახლებურად: რა სახსრებით იცხოვრებს საქართველო 2020 წელს>>

პროექტის მიხედვით, პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი რესურსი შეადგენს 3,4 მლრდ ლარს. ეს თანხა წლის განმავლობაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ დახმარებას მოხმარდება.

ყველა ახალი ამბავი
0