როდის უყრის კენჭს პარლამენტი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს – დასახელდა თარიღი

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ კომიტეტებს, არამედ პარლამენტის ფრაქციებსაც, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებების პროექტის განხილვას ოთხშაბათს შეუდგება. განხილვა 17 ივნისამდე გაგრძელდება, განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებების პროექტი, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

„დღეს უკვე შესაძლებელია კომიტეტებმა დაიწყონ განხილვა... შემაჯამებელი სხდომა არის უკვე 17 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შენიშვნებით გადაეგზავნება მთავრობას და, ვფიქრობთ, 26 ივნისამდე სესიაზე დავამტკიცოთ უკვე კანონპროექტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ კომიტეტებს, არამედ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებსაც.

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პროექტი გათვლილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე, კორონავირუსის პანდემიისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებული პროგნოზების ფონზე.

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი: ხელისუფლება პრიორიტეტებს გადახედავს

პროექტის ახალი ვარიანტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2020 წელს დაახლოებით 3,9 მილიარდი ლარით გაიზრდება და 18,4 მლრდ ლარს შეადგენს.

ამასთან, შემოსავლები შემცირდება 1 მლრდ ლარით და 10,2 მილიარდს შეადგენს.

შემოსულობების გაზრდა გამოწვეულია სხვა შემოსავლების გაზრდით, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის ხარჯზე, საქართველოს ეროვნული ბანკის დივიდენდების ზრდით, რესურსების დამატებითი მობილიზაციითა და სხვა ფაქტორებით.

ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარების ხარჯზე გაიზრდება გრანტების მოცულობა და გაიზრდება საქართველოს ვალდებულებები. ამასთან, კრედიტების მოცულობა საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში 4,5 მლრდ ლარით გაიზრდება.

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ>>

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 15,9 მლრდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემცირდება 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები – 347 მლნ ლარით. ასიგნებების ნაწილი გადანაწილდება უწყებების ერთი ნაწილის ხარჯების მუხლების შემცირების და მეორე ნაწილის ხარჯების გაზრდის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0