03:11 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (637)
72 0 0

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2020 წლის იანვარი-მარტში საქართველოში ექსპლუატაციაში 419,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 484 ობიექტი შევიდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ფართობის მოცულობა 38,2%-ით, მათი რიცხვი კი 21,8%-ით შემცირდა.
ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.

რეგიონების ტოპ–5 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით 

რეგიონი ობიექტების რაოდენობა წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი 143 29,5
კახეთი 61 12,6
იმერეთი 59 12,2
ქვემო ქართლი 57 11,8
სამეგრელო–ზემო სვანეთი 49 10,1


2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 2,3 ათასი ნებართვა 1,5 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.

2019 წელთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 11,4%-ით გაიზარდა, ფართობი კი - 11,6%-ით.

გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 78,3% ოთხ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის.

რეგიონების ტოპ-5 2020 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვით 

რეგიონი ნებართვების რაოდენობა წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი 1 254 54,9
აჭარა 228 10,0
ქვემო ქართლი 154 6,7
იმერეთი 153 6,7
მცხეთა–მთიანეთი 148 6,5

კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (637)

მთავარი თემები