03:12 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (142)
36310

პრემიერის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია დაიწყოს.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, შეიძინოს ქართული პროდუქტები, რომლებიც, მისი თქმით, სულ უფრო ხარისხიანი ხდება.

სამშაბათს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა წარმოადგინა, რომელიც, ფერმერებისთვის გრანტებითა და კრედიტებით დახმარების გარდა, პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას გულისხმობს.

„მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო ხარისხიანი. ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდეგ, სოფლის მეურნეობის პროდუქტები საერთაშორისო ბაზრებზე იყოს კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა და სწრაფად დაიწყოს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია. სწორედ ამისათვის ხელისუფლებამ შექმნა პროგრამა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50%-ს დააფინანსებს.

„ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდაჭერაზე, ისე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანაზე ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, იმ ფერმერებს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-10 ჰა ფართობის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, ხელისუფლება გადასცემს სპეციალურ აგრობარათებს - 1 ჰექტარზე 200 ლარის ოდენობით.

ამისათვის 37 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ამ თანხით ფერმერები შეძლებენ სასუქისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების, ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების, თესლების და ნერგების შეძენას და ასევე აგროტექნიკის მომსახურების გადახდას.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 0,25 -100 ჰა ფართობის მიწის მფლობელ ფერმერებს დიზელის საწვავი, რომელიც აგროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად არის საჭირო, საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით უფრო იაფი დაუჯდებათ. წელიწადში ლიმიტი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ საწვავს შეადგენს.

გარდა ამისა, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს საწარმოების განვითარებაზე, ერთწლიან კულტურებზე და რძის მწარმოებელი მეურნეობების განვითარებაზე.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (142)

მთავარი თემები