საქართველოში პანდემიისგან დაზარალებულ კომპანიებს EBRD დაეხმარება

© photo: Sputnikვალუტა
ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა გაზარდა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ეროვნული ბანკი კერძო კომპანიებისთვის ეროვნულ ვალუტაზე ხელმისაწვდომობას ზრდიან და კორონავირუსის პანდემიის კრიზისის შედეგად დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, ნათქვამია EBRD-ს განცხადებაში.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესისთვის შეზღუდვები 31 მარტიდან აამოქმედა და საწარმოების კონკრეტული სია გამოაქვეყნა, რომელთაც მუშაობის უფლება შეუნარჩუნდათ. მოგვიანებით სიის გაფართოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათთვის, ვინც დაადასტურებდა, რომ იცავს ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. 

მამაკაცი სწრაფი გადახდის ტერმინალთან - Sputnik საქართველო
როგორ აისახება კორონავირუსი საბანკო სექტორზე: ეროვნული ბანკის პროგნოზი

EBRD-მ და სებ-მა ერთობლივად შეიმუშავეს უცხოური ვალუტის (FX) აშშ დოლარის ლარზე გადაცვლის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც EBRD-ს ექნება საიმედო წვდომა ლარის ლიკვიდურობაზე და შეძლებს განაგრძოს ადგილობრივი ვალუტით სესხის გაცემა კომპანიებისთვის, რომლებიც დროებით სირთულეებს განიცდიან. მხარეებმა პირველი გარიგება უკვე განახორციელეს.

სავალუტო სვოპი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვას, დამატებით ხელმისაწვდომი აშშ დოლარის ლიკვიდობით, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

გასულ კვირას EBRD-მ გააფართოვა კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების საკუთარი პროგრამა და მოსალოდნელია, რომ 21 მლრდ ევრომდე ოდენობით ინვესტიცია უახლოეს ორ წელიწადში ამ ძალისხმევაზე იქნება მიმართული. EBRD-მ გამოყო „სოლიდარობის პაკეტი" 4 მლრდ ევროს ოდენობით მისი კლიენტების დასახმარებლად. დახმარება ითვალისწინებს ლიკვიდურობის, მოქმედი კაპიტალის და ვაჭრობის დაფინანსების მხარდაჭერას. EBRD-მ აღნიშნა, რომ იგი ასევე მზადაა გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0