ზესტაფონში თანამედროვე საწარმო „ჯორჯიან მეტალი“ შენდება

© Zestaponi Municipality City Hallზესტაფონი
ზესტაფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწარმო ერთ-ერთი პირველი იქნება რეგიონში, რომელიც რკინის მადნიდან მაღალი ხარისხის არმატურის წარმოებას დაიწყებს

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ზესტაფონში, სოფელ არგვეთას ტერიტორიაზე, თანამედროვე საწარმო „ჯორჯიან მეტალი“ შენდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება

ახალი საწარმო სამშენებლო ინდუსტრიისთვის 600 ათას ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლის რეალიზაციას, საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში განახორციელებს. ახალი ქარხნის მშენებლობაზე 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამოქმედების შემდეგ კი საწარმოში დაახლოებით 550 ადამიანი დასაქმდება.

„ჯორჯიან მეტალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საწარმო ერთ-ერთი პირველი იქნება რეგიონში, რომელიც რკინის მადნიდან მაღალი ხარისხის არმატურის წარმოებას დაიწყებს.

„იმედი მაქვს, ახალი საწარმო, რომელიც ზესტაფონში შენდება, ძალიან მალე დაიმკვიდრებს ადგილს ქართულ ეკონომიკაში და „ჯორჯიან მეტალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია იქნება ერთგვარი ბრენდი, სამშენებლო ინდუსტრიისთვის. ამასთან ერთად, ჩვენ გვეყოლება 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული”, – განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0