20:26 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1154)
516 0 0

ტუალეტის ქაღალდის, წიწიბურისა და მარილის კვალდაკვალ მოსახლეობამ ხალხურ მედიცინაში პოპულარული პროდუქტების შესყიდვა დაიწყო.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. დღეს თბილისში ნივრის ყიდვა ან ჯანჯაფილის (კოჭა, იმბირი) შოვნა ნამდვილად არ არის იოლი საქმე. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი არც ერთ ჰიპერმარკეტში არ იშოვება.

ლიმონი და მისი სასარგებლო თვისებები>>

ამ პროდუქტების გაძვირება უკავშირდება იმას, რომ ისინი თითქოსდა ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება ადამიანს და იმუნიტეტს ამაღლებს. ადამიანებს სჯერათ მათი სამკურნალო თვისებების და იყენებენ „ბებიების რეცეპტებს“, სწორედ ამიტომ არის დიდი მოთხოვნა ჯანჯაფილზე ლიმონსა და ნიორზე.

დღეს თბილისში კილოგრამი ნივრის ყიდვა, საცხოვრებელი უბნის მიხედვით, დაახლოებით 30–35 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ქართული ნივრის ფასი 38–39 ლარსაც აღწევს. შედარებისთვის, თებერვალში კილოგრამი ნივრის ფასი 10–14 ლარი იყო. საუბარია დედაქალაქის ძირითად ქსელურ სუპერმარკეტებზე.

ბოსტნეულის მაღაზიებში ფასების მომატების მიზეზად აგრარული ბაზრების დახურვას ასახელებენ და ამასთანავე თვის ბოლოს ნივრის ფასის 40–45 ლარამდე გაზრდას პროგნოზირებენ.

ასევე გაძვირდა ლიმონი. ერთი კილოგრამი ქართული ლიმონის ყიდვა შესაძლებელია 6-10 ლარად, იმპორტულის – 9-12 ლარად. საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე აგრარულ ბაზარში მისი ყიდვა 1,5-2 ლარად შეიძლებოდა.

ნიორი და მისი სასარგებლო თვისებები>>

თუ ლიმონისა და ნივრის ყიდვა გსურთ, ჯობს წინასწარ დარეკოთ მარკეტებში. ზოგან ის იყიდება, მაგრამ სუპერმარკეტების ყველა ფილიალში – არა.

ჰიპერმარკეტ „ფრესკოს“ მენეჯერმა „Sputnik–საქართველოს“ განუცხადა, რომ ჯერ კიდევ ორშაბათს ნიორი ჰქონდათ, ხოლო სამშაბათს დისტრიბუტორს ის აღარ შემოუტანია.

„ნივრის ფასი „ავარდა“. ადამიანები უკმაყოფილო არიან. დღეს კი საერთოდ აღარ არის. ჯანჯაფილი უკვე რამდენიმე კვირაა, არაა, ჩვენ ფილიალში – ნამდვილად. ადრე 100 გრამ ჯანჯაფილს 5 ლარად ყიდულობდნენ. ადრეც იყო მასზე მოთხოვნა, მაგრამ ასეთი – არა“, – განაცხადა ნანა ჩ.-მ.

სუპერმარკეტების ქსელში მიიჩნევენ, რომ პროდუქტების ფასები დასტაბილურდება, თუ მათზე მოთხოვნა დაიკლებს.

პროდუქტების გაძვირების თემა აქტუალურია სოციალურ ქსელებშიც. მომხმარებელი ჩივის მომატებულ ფასებზე და, ამასთან, არ ფიქრობს იმაზე, რომ ფასების მომატებას ჩვენ თვითონ შევუწყვეთ ხელი.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი>>

თუმცა, ყველა თანხმდება მოსაზრებას, რომ ფასები იქამდე მოიმატებს, სანამ კორონავირუსის გავრცელების ტემპი არ მოიკლებს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1154)

მთავარი თემები