Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თურნავა: ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია

© Sputnik / STRINGERდაცარიელებული თბილისი
დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა პოსტკრიზისული ეკონომიკის აღორძინებისა და სტიმულირების გეგმას ამზადებს, რომელიც პანდემიის ძირითადი საფრთხის გადავლის შემდეგ უმალ ამოქმედდება.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. გლობალური კრიზისის ზემოქმედება ტურიზმიდან და ამ სფეროსთან დაკავშირებული ინდუსტრიიდან დაიწყო, მაგრამ დღეს უკვე უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა ზარალს განიცდის ეკონომიკა მთლიანობაში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით დაკეტილია ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბევრ რეგიონში – სასურსათო ბაზრები. დაშვებულია მხოლოდ აფთიაქების, პროდუქტების მაღაზიების, ზოომაღაზიების, საწყობების, აგრარული ბაზრების, ცხოველთა ბაზრების, სასუქის, ყოფითი ტექნიკის მაღაზიების, ასევე, ბენზინგასამართი სადგურების მუშაობა.

თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში დაეხმარება

მინისტრის განცხადებით, პროგნოზის გაკეთება, თუ რა იქნება ეკონომიკის სექტორთან დაკავშირებით მომავალში, ძალზე რთულია, რადგან ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე გლობალურ ბაზარზე, ასევე იმაზე, თუ როდის გაუმკლავდება მსოფლიო ამ გამოწვევას კორონავირუსის სახით.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავანეიტრალოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება მოსახლეობასა და ბიზნესზე და რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური გავხადოთ ვირუსთან ბრძოლის პერიოდი, რომ ყველაზე მძიმე – ბიზნესების გაჩერების დრო მაქსიმალურად მოკლე იყოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ შიდა ტურიზმი, შესაძლოა, სწრაფად განვითარდეს, როგორც კი შევძლებთ თქმას, რომ უსაფრთხოდ ვართ და ამ გამოწვევას გავუმკლავდით.

„მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ძირითადი კონტრიბუტორი იყო საერთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო, უცხოელი მოგზაურები და, აქედან გამომდინარე, ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მარტო ჩვენზე და ჩვენ მოქმედებებზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა თურნავამ.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გადასარჩენად ახალ გეგმას ამზადებს

მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა და უკვე გააკეთა განცხადება 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ. ამ თანხის ნაწილი მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის მარტის, აპრილისა და მაისის კომუნალური გადასახადების დაფარვას მოხმარდება.

დარჩენილი თანხები მიმართული იქნება ბიზნესის დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ხელისუფლება ასევე მსურველებს კრედიტების დაფარვის სამი თვით გადავადებაში დაეხმარა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისული ეკონომიკის აღორძინებისა და სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ კვლავ „ამოვქოქოთ“ ჩვენი ეკონომიკა“, – აღნიშნა თურნავამ.

ახალი გეგმით, მთავრობა კრიზისის დასრულების შემდეგ ბიზნესს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება. ხელისუფლება საკრედიტო–საგარანტიო სქემას შეიმუშავებს, რომელიც კომპანიებს პოსტკრიზისულ პერიოდში დაეხმარება. საუბარია 2 მლრდ ლარის საგარანტიო სქემით დახმარებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0