პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი გამოიყოფა

© photo: Sputnikთბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში
თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის დადგენილება მოიცავს პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტს - ეს არის ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
თურნავა: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებებს არ ველოდებით

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70  ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება და ფასები გაიზრდება.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით მიღებული ცვლილების სუბსიდირებას.

პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი არის საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს პროდუქტების იმპორტს და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ.

პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან  გამოიყოფა.

კარანტინი - Sputnik საქართველო
მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის გამო ეკონომიკური საქმიანობა შეჩერდა

მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება. ასეთია ცხრა სახეობის პროდუქტი – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს აღემატება.

„სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის თანხის ლიმიტზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს შემოსავლების სამსახური და აცნობებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
მაჭავარიანი: „განვიხილავთ გარკვეული ტიპის დენის ვაუჩერს“

ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისას შეასრულოს პროგრამის პირობები და ამ პროდუქტებზე არ გაზარდოს ფასი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 ათასი ლარისა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ყველა ახალი ამბავი
0