კორონავირუსის გამო საქართველოში ავტომობილების განბაჟებაზე შეღავათები დაწესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილი ქართული დროშით
ავტომობილი ქართული დროშით - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეღავათები შეეხება ავტომობილების დაახლოებით 38 ათას მფლობელს, ხოლო გადავადებული გადასახადის რაოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2020 წლის 1 აპრილამდე იმპორტირებული ავტომობილებისთვის განბაჟების ვადების გაზრდა გადაწყვიტა.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 38 შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს. შეზღუდვები შეეხო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელთა უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე შეღავათები დააწესა: ახალი წესები

ავტოიმპორტიორების დასახმარებლად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 აპრილამდე იმპორტირებული ავტომობილებისთვის ვადაგასული განბაჟების გამო არ იმოქმედებს ჯარიმა, რომელსაც ჩვეულებრივ აკისრებენ მფლობელს, თუ 90 დღის განმავლობაში ავტომობილის რეექსპორტი არ ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ რეექსპორტის სავალდებულო ვადა 1 სექტემბრამდე გადასწია.

მთავრობის მონაცემებით, ეს შეღავათი შეეხება ავტომობილების დაახლოებით 38 ათას მფლობელს, ხოლო გადავადებული გადასახადის რაოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობამ 13 მარტს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადების, ასევე დღგ-ის დაბრუნების და ინფრასტრუქტურაზე ხარჯის გაწევის გადაწყვეტილება მიიღო, რათა დაეხმაროს კორონავირუსით დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლებს.

ყველა ახალი ამბავი
0