ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე შეღავათები დააწესა: ახალი წესები

© Sputnik / Alexander Imedashviliსწრაფი გადახდის ტერმინალი
სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კომერციულ ბანკებს მიეცათ უფლება, კლიენტის გადახდისუნარიანობის შემოწმების წესები თავად დაადგინონ.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებისთვის კრედიტების გაცემის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვრიდან რიგი ზომები მიიღო კრედიტის გაცემის წესების გამკაცრების მიმართულებით. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ სესხის მიღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და ხელმძღვანელობენ მხოლოდ მათი სუფთა შემოსავლებით. გარდა ამისა, დადგენილია ლიმიტი კრედიტის ყოველთვიური გადასახადის ოდენობაზე, დაკრედიტების ვადებზე, აკრძალულია 200 ათასამდე ლარის გაცემა დოლარში.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების წესების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო

ეროვნული ბანკის ახალი ცვლილებების თანახმად, საქართველოში ფინანსური მდგომარეობის შემოწმება შეიცვლება. ბანკები თავად დააწესებენ კლიენტის შემოწმების წესებს და ერთიანი სტანდარტით აღარ იხელმძღვანელებენ.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა, მსესხებლის შემოსავლებიდან გამომდინარე, კრედიტის ოდენობისა და განაკვეთის განსაზღვრის მიზნით კატეგორიების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შეამცირა. კერძოდ, ერთ ჯგუფად გაერთიანდა 1-დან 2 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლები და ცალკე ჯგუფად – 2-დან 4 ათას ლარამდე შემოსავლის მქონეები.

იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება. საზღვარგარეთიდან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.

უცვლელი დარჩა ვადები სხვა კრედიტებზე. ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი გაიცემა არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – არაუმეტეს 6 წლის ვადით, ხოლო სხვა ტიპის კრედიტები – არაუმეტეს 4 წლის ვადით.

ერთი დოლარი სამ ლარად – ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს >>

კრედიტების წლიურმა ზრდამ 2019 წლის დეკემბერში 15,9% შეადგინა გაცვლითი კურსის ეფექტის გაუთვალისწინებლად, რაც, ძირითადად, განპირობებულია იურიდიული პირებისთვის გაცემული კრედიტების ზრდით. ამასთან, ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შეიძლება დაკრედიტების ტემპები შეანელოს, რის შედეგადაც კრედიტების მოცულობა მშპ-ის მიმართ გრძელვადიან ტრენდს დაუახლოვდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0