ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების წესების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სამოქალაქო პირებისთვის კრედიტის გაცემის გამარტივება გადაწყვიტა, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ბანკირების საგაზაფხულო გათვლები... ვინ რას ელის და ვის რისი იმედი აქვს?>>

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვრიდან რიგი ზომები მიიღო კრედიტის გაცემის წესების გამკაცრების მხრივ. კერძოდ, ბანკებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ სესხის მიღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და ხელმძღვანელობენ მხოლოდ სუფთა შემოსავლებით. გარდა ამისა, დადგენილია ლიმიტი კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ოდენობაზე, დაკრედიტების ვადები, აკრძალულია 200 ათასამდე ლარის გაცემა დოლარში.

„ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, შეღავათებს შორის იქნება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობა, რაც სესხებისთვის ადმინისტრირების ტვირთს შეამცირებს.

სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესების შერბილების პირობას დებს, თუმცა ვადებს არ ასახელებს

ამასთან, აღნიშნულია, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპი უცვლელი დარჩება და კრედიტორმა მსესხებელს „ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს“.

ეროვნულ ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ დაკრედიტების ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა შენელდა და შემოსავლების ზრდას უფრო მეტად შეესაბამება.

საბანკო წესების მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტის ოდენობა და განაკვეთი სესხის მიმღებლის შემოსავლებზეა დამოკიდებული. კერძოდ, განსაზღვრული იყო სესხი მიმღების ოთხი ჯგუფი – 1 ათას ლარამდე, 1–დან 2 ათას ლარამდე, 2–დან 4 ათას ლარამდე და 4 ათასი ლარი.

ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
ექსპერტები: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კრედიტების გაძვირებას გამოიწვევს

ასევე დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი არ გაიცემა 15 წელზე მეტი ვადით, ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი – 10 წელზე მეტი ვადით, ავტოკრედიტი – 6 წელზე მეტი ვადით, სხვა ტიპის კრედიტები – 4 წელზე მეტი ვადით.

კრედიტების წლიურმა ზრდამ 2019 წლის დეკემბერში 15,9% შეადგინა გაცვლითი კურსის ეფექტის გაუთვალისწინებლად, რაც, ძირითადად, განპირობებულია იურიდიული პირებისთვის გაცემული კრედიტების ზრდით.

ამასთან, ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შეიძლება დაკრედიტების ტემპები შეანელოს, რის შედეგადაც კრედიტების მოცულობა მშპ–თან მიმართ გრძელვადიან ტრენდს დაუახლოვდება.

ყველა ახალი ამბავი
0