საქართველო სომხეთიდან ირანული საქონლით დატვირთულ ტრაილერებს გაატარებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოების რიგი
სატვირთოების რიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სომეხ მძღოლებს საზღვრიდან საზღვრამდე ესკორტირებას გაუწევენ და სატვირთოების დეზინფექციას ჩაუტარებენ

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველო ირანული საქონლით დატვირთული სომხური ტრაილერებისათვის სატრანზიტო მოძრაობას გახსნის, იუწყება Sputnik-სომხეთი.

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 28 თებერვლიდან ირანის და იტალიის მიმართულებით მგზავრთა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებზე ნებართვების გაცემა შეწყვიტა და არსებული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ: საქართველოში სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პრესმდივანმა ანა ოგანიანმა განაცხადა, 2 მარტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმად ირანული წარმომავლობის საქონელზე დაიშვა ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით, მისი ექსკორტირების პირობით.

„სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად აღიარებულ ტერიტორიებზე არიან ნამყოფი, ჩანაცვლდება სხვებზე - რომლებიც რისკის ჯგუფში არ შედიან“, - განაცხადა ოგანიანმა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პორტები: კორონავირუსი ვერ გაიმარჯვებს

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია, ხოლო სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომელიც საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, უკან დაბრუნებას ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას დაექვემდებარება.

„ამჟამად ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განმაცხადა ოგანიანმა.

მისი თქმით, თუ საუბარია სომეხ მძღოლებზე, მათ შეუძლიათ საქართველოს ტერიტორია ქართველი უფლებამოსილი პირების თანხლებით გადაკვეთონ. რუსულ საზღვარზე მსგავსი პრობლემა არ დგას.

დასრულდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში >>

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლება სომხური მხარის მიმართვის შემდეგ ზომების შერბილებაზე წავიდა.

არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის, საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 20 სატვირთო დგას. ტრაილერების ნაწილი ერევანში დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0