Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველო ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეწყვეტის გამო მილიონებს კარგავს

გამოწერა
გლობალური გამოწვევების, მათ შორის, კორონავირუსის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილური რჩება, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველო თვეში 30 მილიონ ლარს კარგავს ჩინეთთან და ირანთან კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო შეწყვეტილი ფრენების გამო, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ვის ემართება კორონავირუსი - ჯანმოს ექსპერტებმა ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა მსოფლიო. გლობალური ეკონომიკა სერიოზულად ზარალდება, ზარალდება ავიაციის სფერო, ბიზნესი და არა მხოლოდ", – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საქართველოში მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერი კეთდება – ეს ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დგას.

„ამიტომაც წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება ირანთან, ჩინეთთან... პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანისა და ჩინეთის მიმართულებით არის, სულ მცირე, 30 მილიონი ლარი თვეში. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, ზარალი მოიმატებს. დიდი იმედი გვაქვს, მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას", – განაცხადა თურნავამ.

ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველომ კორონავირუსის გამო ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

ამასთან, მან აღნიშნა, რომ, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, მათ შორის კორონავირუსის, საქართველოს ეკონომიკა სტაბილური რჩება.

„ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად, იქნება ეს რეგიონალური შოკები თუ თუნდაც კორონავირუსი, რომელიც ახალი გამოწვევაა, ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან ჯანსაღი. ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება რეგიონში არის ჯანსაღი. ეკონომიკა იზრდება, ექსპორტი იზრდება, იმავდროულად ეროვნული ვალუტა მყარდება. ეს არის სწორი მონეტარული პოლიტიკისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი", – განაცხადა თურნავამ.

რამდენჯერმე დაახველა: ირანში მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა>>

ამასთან ერთად მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველა ღონეს იხმარს, რათა მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს.

„სამინისტროს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, იქნება ეს დაჩქარებული პრივატიზება, წიაღისეულის დაჩქარებული გადამუშავება თუ დასაქმებაზე ორიენტირებული ღონისძიებები. ეს ყველაფერი გვაძლევს გარემოებას, როდესაც მაკროეკონომიკა სტაბილურია", – განაცხადა მინისტრმა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

შეაჩერებს თუ არა საქართველო იტალიასთან ფრენებს კორონავირუსის გამო>>

კომპანია Goldman Sachs-ის შეფასებით, საერთო დანაკარგებმა კორონავირუსის გამო მსოფლიო მშპ-ის 0,15%-ის ფარგლებში უნდა შეადგინოს, ანუ ციფრებში ეს 115-200 მილიარდი დოლარია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ყველა ახალი ამბავი
0