03:27 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

პრემიერმა იმედი გამთქვა, რომ გაყიდვის შემდეგ ულტრათანამედროვე შენობა ახალ მნიშვნელობას შეიძენს და ეკონომიკური თვალსაზრისით მიმზიდველი გახდება.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

ქუთაისში პარლამენტის შენობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენდა. პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს გადავიდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ და 2019 წელს აღნიშნული ინიციატივა სისრულეში მოიყვანეს კიდეც. 

„ჩვენ ვგეგმავთ ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას. ეს პროცესი დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ. ქუთაისი მალე დიდი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტი იქნება", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა იმედი გამთქვა, რომ გაყიდვის შემდეგ ეს ულტრათანამედროვე შენობა ახალ მნიშვნელობას შეიძენს და ეკონომიკური თვალსაზრისით მიმზიდველი გახდება.

ქუთაისში უკვე მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა. საგანმანათლებლო კომპლექსი 140 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და რეგიონში პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომელიც თანამედროვე ლაბორატორიებით და ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. კომპლექსი 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი.

საუნივერსიტეტო ქალაქი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო სივრცეს, აუდიტორიებს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, ბიბლიოთეკებს, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საერთო საცხოვრებლებს. გარდა ამისა, მოეწყობა კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, სპორტული ინფრასტრუქტურა – ფეხბურთისა და რაგბის სტადიონები, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის მოედანი, აუზი.

მთავარი თემები