09:32 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (136)
66 0 0

სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი" პროგრამას დამატებით ორი მილიონი ევროთი დააფინანსებს. ამ გზით ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მთლიანობაში 4 მილიონი ევრო დაიხარჯება.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სათბური გაზების ემისიის შემცირების მიზნით საქართველო გერმანიის მთავრობისგან გრანტის სახით ორი მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

დავითაშვილის სიტყვებით, მიღებული თანხით ქალაქ რუსთავში დამონტაჟდება სათბური გაზების შემცირების ტექნოლოგიები, რაც მთელი ქვეყნის სათბური გაზების 4-5%-მდე შემცირებას გახდის შესაძლებელს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების მხრივ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენ რუსთავში ჰაერის მდგომარეობა ძალზე გვაწუხებს. ეს აქტუალური მიმართულებაა, რომელზეც სახელმწიფო უკვე მუშაობს. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ასევე საინიციატივო ჯგუფი, რომელიც რუსთავის მოსახლეობისგან არის დაკომპლექტებული უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა სამუშაო პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ყველასთვის", – განაცხადა დავითაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო 2015 წლიდან არის კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მონაწილე. საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების თანახმად, ქვეყანაში, 90-იანი წლების მაჩვენებელთან შედარებით, სათბური გაზების რაოდენობა 15%-მდე უნდა შემცირდეს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გრანტების მხარდაჭერით კი 25%-მდე.

დავითაშვილის სიტყვებით, სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი" პროგრამას დამატებით ორი მილიონი ევროთი დააფინანსებს. ამ გზით ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მთლიანობაში 4 მილიონი ევრო დაიხარჯება.

გარდა ამისა, მთავრობა მუშაობს რუსთავის ჰაერის ხარისხის მართვის ეფექტური პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (136)

მთავარი თემები