ხელისუფლება რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებს

© Sputnik / STRINGERრუსთავი
რუსთავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავში განლაგებულია მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ ასახელებს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმას შეიმუშავებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსთაველებმა არაერთხელ იჩივლეს ქალაქის ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ისინი ხელისუფლებისგან ამ პრობლემის გადასაჭრელად სწრაფი ზომების მიღებას მოითხოვდნენ. როგორც ცნობილია, რუსთავში განლაგებულია მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ ასახელებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი განიხილეს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე. სამუშაო ჯგუფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ასევე სამოქალაქო მოძრაობის „ვიგუდებით" და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

დავითაშვილის თქმით, სამინისტრო გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან ერთად აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაზე, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები საქართველოში>>

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის გარემოსდაცვით პოლიტიკას; შესაბამისად, კომპანიები უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი. ამ მიმართულებით ჩვენ უკომპრომისო მიდგომა გვაქვს", – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ საკითხის განხილვაში ჩართული უნდა იყოს ყველა პასუხისმგებელი და დაინტერესებული მხარე. სავარაუდოდ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეიქმნება რუსთავის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რომელმაც ამ კუთხით ქალაქი მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს, აღნიშნა დავითაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0