ლარსის გზაზე მანქანები აღარ დაგროვდება – ახალი გვირაბი ზვავების პრობლემას მოხსნის

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისატვირთო ავტომობილების რიგი „სამხედრო გზაზე"
სატვირთო ავტომობილების რიგი „სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შემოვლითი გზის წყალობით საქართველო-რუსეთის საზღვარზე ავტომობილების დიდი რიგები აღარ იქნება

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა შესაძლებლობას მოგვცემს, აღარ შეჩერდეს მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.

ხელისუფლება 2020 წელს ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე ახალი გზისა და გვირაბის აშენებას გეგმავს – ეს, არსებითად, კობი-გუდაურის მონაკვეთის გვერდის ავლის გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავის ჩამოწოლის საფრთხე, ამიტომ გზა იკეტება.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
საქართველოში გზების მშენებლობასა და რემონტზე 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, ახალი გზის მშენებლობა ცხოვრებას შეუმსუბუქებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, აღნიშნა მინისტრმა.

„ქვეშეთი–კობის გვირაბის მოწყობით გვაქვს საშუალება, რომ გავხსნათ კავშირი ყაზბეგთან, კობთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც იქ ცხოვრობენ და რომლებსაც ელემენტარულად არ აქვთ საშუალება, თუნდაც ავადმყოფობის შემთხვევაში, ჩამოვიდნენ თბილისში. ასე რომ, პირველ რიგში, ეს პროექტი არის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებსა და კეთილდღეობაზე", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს. ამასთან, ეს გზა გამოიყენება სომხეთიდან რუსეთში და პირიქით ტვირთების გადასაზიდად. ზამთრის პერიოდში გადაზიდვებთან დაკავშირებით ყოველთვის სერიოზული პრობლემები იქმნება – უამინდობის გამო სატვირთო ავტომობილებს დიდხანს უწევთ ადგილზე დგომა.

ისტორიული პროექტი: კობი-გუდაურის გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება>>

ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე გზისა და გვირაბის მშენებლობაზე საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი. ამ თანხის ნახევარზე მეტს საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0