ისტორიული პროექტი: კობი-გუდაურის გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

© photo: Sputnik / Petros Lagesyanგზა საკონტროლო პუნქტ „ზემო ლარსისკენ"
გზა საკონტროლო პუნქტ „ზემო ლარსისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის დასრულების შემდეგ სატრანზიტო მიმოსვლა წლის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად იქნება შესაძლებელი

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიდის, 2019 წლის ბოლომდე დაიწყება, განაცხად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ 2019 წლის პირველ ნახევარში გაწეული სამუშაოს შედეგების პრეზენტაციაზე.

ხიდი საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო იქნება>>

აგვისტოს დასაწყისში აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო. პროექტი ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და საქართველოს, როგორც რეგიონის სავაჭრო და ტურისტული ცენტრის გამტკიცებას.

„რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია", - აღნიშნა ბახტაძემ.

სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
ბახტაძე: ქვეშეთი–კობის გზისა და გვირაბის მშენებლობა სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება

23–კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაივლის ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე, რომელიც ჩრდილოეთი–სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. პროექტის დასრულების შემდეგ სატრანზიტო მიმოსვლა წლის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლივ იქნება შესაძლებელი.

ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცხრაკილომეტრიანი გვირაბის – საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა. გვირაბს გაიყვანენ ჯვრის უღელტეხილზე – სოფელ წკერედან სოფელ კობამდე. ასევე გაიყვანენ ხუთ გვირაბსა და ააშენებენ ექვს ხიდს.

პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 558,6 მლნ დოლარი. თანადამფინანსებელია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – 60 მლნ დოლარის ოდენობით და საქართველოს მთავრობა – 83,6 მლნ დოლარის ოდენობით.

მოძრაობა რიკოთის გვირაბში - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი აშენდება

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რა დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს. ამის კარგი მაგალითი იყო შარშან განხორციელებული პროექტი - ახალი საბაგირო, რომელმაც კობი გუდაურს დაუკავშირა. შედეგად მივიღეთ ის, რომ კობი გაცოცხლდა. ასეთმა პროექტმა საშუალება მოგვცა, რომ მაგალითად, თრუსოს ხეობაში ახალი დინამიკა შეგვეტანა. ეს არის ორიენტირი, როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში ეკონომიკა", - აღნიშნა ბახტაძემ.

არსებული 35 კილომეტრიანი ე. წ. სამხედრო გზა, რომლითაც ყოველდღიურად 3,5 ათასი ავტომობილი სარგებლობს, ერთ–ერთი ყველაზე საშიში გზაა საქართველოში. წელიწადში 40 დღეზე მეტი, უმეტესად, ზამთრის პერიოდში, ის იკეტება, რაც დიდ პრობლემებს ქმნის რუსეთიდან საქართველოში მომავალ მოგზაურებსა და ტვირთის გადამზიდავებს.

ხსნა სომეხი გადამზიდავებისთვის – საქართველო ზემო ლარსთან გვირაბს გაიყვანს>>

ამჟამად ეს ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0