ვინ იყიდის „რიყის დოქებს"? – ყველაზე ექსტრავაგანტური კომპოზიცია აუქციონზე გაიტანეს

© photo: Sputnikრიყის პარკი
რიყის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ობიექტის საწყისი ფასი 95 მილიონი ლარია, ობიექტის საერთო ფართობი კი მიწის ნაკვეთთან ერთად 14 591 კვადრატული მეტრია.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქალაქის ყველაზე ექსტრავაგანტური კომპოზიცია – რიყის პარკში მდებარე ე.წ. „რიყის დოქები“ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა.

ობიექტის პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც შესაძლებელია საინვესტიციო წინადადებების გაცნობა და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. ობიექტი იყიდება სამთავრობო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში.

ორი გიგანტური „დოქისგან" შექმნილი ექსტრავაგანტური კომპოზიციიის საწყისი ფასი, რომლებშიც საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები უნდა განთავსებულიყო, 95 მილიონი ლარია. ობიექტის საერთო ფართობი, მიწის ნაკვეთთან ერთად 14 591 კვადრატული მეტრია.

რიყის „დოქები“ - Sputnik საქართველო
„რიყის დოქებს“, შესაძლოა, მფლობელი გამოუჩნდეს

აუქციონის პირობების თანახმად, მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ზონაში მდებარეობს. შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია შეთანხმებული უნდა იყოს ქალაქის მერიასთან შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.

ობიექტის სამომავლო განვითარების პროფილი მრავალფუნქციურია.

ელექტრონული აუქციონი 5 თებერვალს გამოცხადდა და 5 მარტს დასრულდება.

კომპლექსი რიყის პარკში ორ ცილინდრულ ნაგებობას წარმოადგენს. მის შიგნით დაგეგმილი იყო მუსიკალური თეატრის და საგამოფენო დარბაზის მოწყობა. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.

პროექტი 75 მლნ ლარი დაჯდა. მისი მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და დღემდე არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა უფუნქციოა, „რიყის დოქები" 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0