აქცია ინვესტორების წინააღმდეგ: ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

© Photo: courtesy of Miho Neimanქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები რთულ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მათი თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და მუშებს არ ურიგებენ სპეციალურ ტანსაცმელს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში" დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გახარია: დამსაქმებლებმა თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ>>

აქციის მონაწილეები ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ითხოვენ და რთულ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან - პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ - Sputnik საქართველო
„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან" – პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ

„12 საათს გვამუშავებენ ძალიან რთულ პირობებში. ვითხოვთ გაგვაცნონ კონტრაქტი, რადგან არ ვიცით, რა წერია მასში", – განაცხადა აქციის მონაწილემ.

დასაქმებულების თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და მუშებს არ ურიგებენ სპეცტანსაცმელს.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიაც შეუერთდა.

საწარმოს ადმინისტრაციას მასმედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. საწარმოს მფლობელები ინდოელი ინვესტორები არიან.

მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი" ქუთაისში ინდურმა კომპანია Eurasian Steels-მა ააშენა. ქარხანამ მუშაობა 2008 წელს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0