საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმიდან შემოსავლები დაითვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მესამე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლების ვარდნის შემდეგ მეოთხე კვარტალში შემოსავლების ზრდა დაიწყო.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ტურიზმიდან შემოსავლებმა 2019 წლის დეკემბერში 217,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5,4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

საქართველო იმედოვნებდა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, მაგრამ ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და ამის მერე საპროტესტო აქციების გამო რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, შედეგად კი რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის ინდუსტრიის შედეგები შეაჯამა

2019 წლის დასაწყისში ტურიზმიდან შემოსავლების მაჩვენებელი 5%-ით იზრდებოდა, თუმცა სანქციების შემდეგ შემოსავლების ვარდნა დაფიქსირდა – ივლისში 8,6%-ით, აგვისტოში – 6,8%-ით, სექტემბერში – 4,9%-ით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბერში განახლდა და 5,2%-ს გადააჭარბა 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ნოემბერში ზრდამ 5,6% შეადგინა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც, 2018 წლის მონაცემთან შედარებით, 47 მლნ დოლარით, ანუ 1,4%-ით მეტია.

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 2019 წელს ახალ ისტორიულ ნიშნულს – 9,3 მილიონს მიაღწია.

საქართველო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა>>

2019 წელს ვიზიტორების რაოდენობამ რუსეთიდან საქართველოში 1,46 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემზე 4,7%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0