ამოქმედდა ახალი სტრუქტურა – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

© Sputnik / Levan Avlabreli„ელიავას ბაზრობა"
„ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სტრუქტურის შექმნაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,2 მილიონი ლარი გამოიყო. სააგენტოს აპარატში 35 ადამიანი იმუშავებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა სტრუქტურამ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ, იუწყება პირველი არხი.

შესაბამისი შესწორებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შევიდა. სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შედის. ახალი სტრუქტურა გააკონტროლებს ბაზრებს, მაგალითად, სამშენებლო მასალების – არმატურებს, ცემენტს, ელექტროკაბელებს. კონტროლი ასევე შეეხება სათამაშოებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბაზრებს.

საიუველირო მაღაზია ჰამბურგში - Sputnik საქართველო
ბიჟუტერიის შეძენისას საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე აყენებთ

სააგენტოს უფლება აქვს, შეამოწმოს დოკუმენტების მასალებთან შესაბამისობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – უზრუნველყოს ბაზრიდან საფრთხის შემცველი პროდუქტების ამოღება.

ამ დრომდე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემასა და ზედამხედველობას, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირებასა და პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებდა ერთი და იგივე ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული, თავისი არსით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა და მშენებლობის ზედამხედველობა, ასევე ექსპლუატაციაში გაშვებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირება არსებითად განსხვავდება პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისგან.

ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე>>

საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა ახალი სტრუქტურა, რომელსაც აქვს პროდუქციის ზედამხედველობის ფუნქცია არასასურსათო ბაზარზე.

ახალი სტრუქტურის ფუნქციონირებისთვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,2 მლნ ლარია გამოყოფილი. სტრუქტურაში 35 ადამიანი იმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0