ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსათამაშოების მაღაზია
სათამაშოების მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა მავნე ნივთიერებას შეიცავს საბავშვო სათამაშოები და რამდენად უსაფრთხოა ისინი ჯანმრთელობისთვის, ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი თამარ გობეჯიშვილი საუბრობს.

ნინი რაზმაძე

© Pixabay / cherylholtბავშვი და სათამაშო
ბავშვი და სათამაშო - Sputnik საქართველო
ბავშვი და სათამაშო

 

- რამდენად უსაფრთხოა ქართულ ბაზარზე არსებული სათმაშოები ბავშვისთვის?

— ჩვენი ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ  სამწუხაროდ, ბაზარზე არსებული სათამაშოები უსაფრთხო ნამდვილად არ არის.

- საქართველოში შემოსულ სათამაშოებს უტარდება თუ არა ლაბორატორიული შემოწმება?

— არ უტარდება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი კვლევა იყო ერთადერთი, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოსულ სათამაშოებზე ჩატარდა. დღევანდელი რეალობა ასეთია — არც სახელმწიფო სტრუქტურები და არც სხვა რომელიმე ორგანიზაცია კვლევას და ლაბორატორიულ შემოწმებას არ ატარებენ, იმიტომ რომ სათამაშოს უსაფრთხოების შემოწმება არსებული კანონმდებლობით არ რეგულირდება. 

CC BY 2.0 / Flickr / Sarah_Ackerman / Barbiesსათამაშო თოჯინები
სათამაშო თოჯინები - Sputnik საქართველო
სათამაშო თოჯინები

- რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი კვლევის ჩატარება?

— დღეს ქვეყანაში არ არსებობს ინფორმაცია, თუ რა ტიპის სათამაშოები შემოდის ბაზარზე. ევროკავიშირს აქვს სწრაფი შეტყობინების სისტემა „რაპექსი“, სადაც ევროკავშირის წევრი-ქვეყნები ინფორმაციას  ათავსებენ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. ეს სურსათის გარდა, ყველა სხვა ტიპის პროდუქციას, მათ შორის სათამაშოებსაც ეხება. ჩვენ სწორედ ამ ჩამონათვალში ვნახეთ ბევრი ისეთი სათამაშო, რომელიც საქართველოში იყიდება. ევროკავშირის ტერიტორიაზე ბარბის თოჯინების 100-დან 99%-ში აღმოჩენილია მავნე ნივთიერება D (2-ეთილჰექსილ)ფტალატი (DEHP), რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში წარმოდგენილ სათამაშოებზე კვლევა ჩაგვეტარებინა და გაგვეგო, რამდენად შეიცავდნენ ისინი ამ მავნე ნივთიერებას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სათამაშოში  ამ ნივთიერების არაღმოჩენა არ ნიშნავს, რომ სათამაშო სრულიად უსაფრთხოა. იმისთვის, რომ დადგინდეს ერთი კონკრეტული სათამაშო რამდენად უსაფრთხოა, ბევრი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებაა საჭირო. ამ კუთხით ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო ის, რომ ყველა ის სათამაშო, რომელშიც  D (2-ეთილჰექსილ) ფტალატი აღმოაჩინეს, ჩინეთში იყო ნაწარმოები. გერმანიაში ლაბორატორიულ შემოწმებაზე ჩვენი გაგზავნილი ყველა სათამაშოც ჩინური წარმოების იყო.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩინური სათამაშო ცუდია. სათამაშო შესაძლოა ჩინეთში იყოს წარმოებული, მაგრამ მისი მწარმოებელი გერმანული ან სხვა ქვეყნის ფირმა იყოს, რომლებიც კონკრეტული სათამაშოს დამზადებას უბრალოდ ჩინეთში უკვეთავენ. 

CC BY 2.0 / Sarah_Ackerman / Prague Toy Museumსათამაშო რობოტები
სათამაშო რობოტები - Sputnik საქართველო
სათამაშო რობოტები

- რა პასუხი მიიღეთ გერმანიიდან?

— პირველ ეტაპზე შევამოწმეთ ათი სათმაშო. ეს იყო ბარბის თოჯინები. ათიდან ცხრაში აღმოჩნდა ერთ-ერთი მავნე ნივთიერება. რადგან ასეთი საგანგაშო მდგომარება აღმოვაჩინეთ, გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა საღეჭი სათამაშოები. აფთიაქებში დაახლოებით 20-მდე სათამაშო შევიძინეთ, საბედნიეროდ, არც ერთში არ აღმოჩნდა  D (2-ეთილჰექსილ)ფტალატი. სათამაშოებს ვამოწმებდით ორი ნივთიერების — კადმიუმისა და D (2-ეთილჰექსილ)ფტალატის შემცველობაზე. აფთიაქში შეძენილ სათამაშოებში ნორმალური მდგომარეობა მივიღეთ, არც ერთ მათგანში აღნიშნული ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩენილი არ იქნა. რაც შეეხება აბაზანის რბილ და საჭყიპინო სათამაშოებს, რომელიც შეიძლება ბავშვის პირის ღრუში აღმოჩნდეს, შემოწმებული სათამაშოების ნახევართან დაკავშირებით უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა. გარდა ამისა, შევამოწმეთ სათამაშო თოფები, მშვილდ-ისრები, რეზინები, რომლითაც გოგონები სამაჯურებს აკეთებენ, სამწუხაროდ, 44 ერთეული სათამაშოს ნახევარში მავნე ნივთიერება D (2-ეთილჰექსილ)ფტალატის არსებობა დაფიქსირდა.

- აღმოჩენილი ნივთიერებები რამდენად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე?

— ეს ნივთიერებები რეპროდუქციული უნარის დაქვეითებას იწვევს. ვნებს თირკმელს და ღვიძლს. გარკვეულ ეტაპზე ამ ნივთიერების შემცველი სათამაშოების რეგულარულმა გამოყენებამ გარკვეული ეტაპის შემდეგ, შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. 

CC BY 2.0 / Flickr / ArminFlickr / Toysსათამაშოები
სათამაშოები - Sputnik საქართველო
სათამაშოები

-სახელმწიფოში არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც მომხმარებელს მსგავსი პროდუქციისგან დაიცავს?

— სამწუხაროდ არა. სახელმწიფოს აქვს კანონი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაზარზე განთავსებული ნებისმიერ პროდუქტი უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი ადამიანის ჯანმთელობისთვის. სურსათ-პროდუქტების მიმართულებით თუ არსებობს სხვადასხვა ნორმატიული აქტები, სათამაშოებთან დაკავშირებით მსგავს რამეს ვერ მოიძიებთ. აუცილებელია, რომ ქვეყანაში ნებისმიერ ნივთიერებასთან მიმართებით იყოს განსაზღვრული ნორმები.

- საქართველოში არსებობს შესაბამისი ლაბორატორია, სადაც სათამაშოების ვარგისიანობის შემოწმება მოხდება?

— არა, საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ამ კვლევას ჩაატარებს. თუ არსებობს, ისიც უნივერსიტეტის  დონეზეა, რომელსაც შესაბამისი აკრედიტაცია არ აქვს. ჩვენ გერმანიის ლაბორატორია იმიტომ შევარჩიეთ, რომ გვსურდა სათამაშოების იმ მეთოდით შემოწმება, რომელიც ევროკავშირშია აღიარებული. 

CC BY-SA 2.0 / Flickr / Emily Schreck / Barbies"ბარბის" თოჯინები
ბარბის თოჯინები - Sputnik საქართველო
"ბარბის" თოჯინები

- თქვენს კვლევას რა გამოხმაურება მოჰყვა?

— კვლევის შედეგებს სახალხო დამცველი საკმაოდ აქტიურად გამოეხმაურა. ჩვენ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომელთა კომპეტენციაშიც შედის მსგავსი საკითხები გადავუგზავნეთ შედეგები, თუმცა, ყველა უწყებიდან ერთნაირი პასუხი მივიღეთ — საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და შესაბამისად შემოწმებას ვერ განახორციელებდნენ.

„სათამაშოების უსაფრთხოების“ შესახებ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისთვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა. დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულდეს.  სახალხო დამცველმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, რომ 2019 წლამდე ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ქვეყანაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო  საინფორმაცაიო კამპანია „უსაფრთხო სათამაშო“, რომელშიც ჩაერთნენ მეწარმეები — ექსპორტიორები, მაღაზიის მეპატრონები და ის მწარმოებლები, რომლებიც საქართველოში არინ.

- თამარ, გამოსავალს რაში ხედავთ?

— სახელმწიფოს შეუძლია საბაჟო პუნქტზე შეამოწმოს შემოსული პროდუქცია, მოითხოვოს, რომ მას ქართული ეტიკეტი ჰქონდეს და სპეციალური სერტიფიკატებისა და დოკუმენტების გარეშე არ შემოუშვას პროდუქცია. სახელმწიფო აცხადებს, რომ არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია, არ არსებობს კანონმდებლობა. ამ კუთხით საქართველო ნაბიჯებს ახლა დგამს და გარკვეულწილად რთულია, ერთგვარად ცარიელ სივრცეში მოამზადო საკანონმდებლო ბაზა, შექმნა ინფრასტრუქტურა და დაიწყო პროდუქციის შემოწმება. ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის რეგულაციების კანონმდებლობის დონეზე დამკვიდრება 2019 წლიდან იგეგმება. მანამდე კი ზემოთ აღნიშნული პროცედურებით შესაძლებელია ყველაფრის დროთა განამვლობაში მოგვარება. 

CC BY-SA 2.0 / Flickr / 24oranges.nl / Toysრბილი სათამაშოები
რბილი სათამაშოები - Sputnik საქართველო
რბილი სათამაშოები

- რა რეკომენდაციებს მისცემთ მომხმარებელს, რომელიც ბავშვისთვის  ზოგჯერ  ისე იძენს სათამაშოს, რომ ყურადღებას არც აქცევს თუ რა წერია შეფუთვაზე?

— რთულია მშობელს რჩევა მისცე. ლაბორატორიაში ჩვენს მიერ გაგზავნილი სათამაშოები სხვადასხვა მაღაზიაში იყო შეძენილი. სათამაშოების არჩევისას ვეცადეთ ყველაზე იაფი სათამაშო შეგვეძინა, რადგან მას უფრო მეტი მომხმარებელი ყავს. ამ სიაში მოხვდა სათამაშოები, რომელთა ღირებულება 40-50 ლარი იყო. იმის თქმა, რომ ძვირადღირებული სათამაშო უსაფრთხოა, ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მართებული არ იქნება.

ზოგ სათამაშოს მწარმოებელი ფირმა გარკვევით აწერია, რომელიც აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხს აგებს, მაგრამ არის სათამაშოები, რომელსაც მხოლოდ Made in China აწერია ინგლისურად, დანარჩენი სულ ჩინურია წარწერებია. შესაძლებელია ამ სათამაშოების ეტიკეტზე წერია კიდეც, რომ ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ ჩვენ ვერ ვკითხულობთ და ვერ ვიგებთ.  ამიტომ აუცილებელია, რომ ქართულ ბაზარზე შემოტანილ ყველა პროდუქციას ჰქონდეს ქართული ეტიკეტი.

გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ სათამაშოში აღმოვაჩინეთ მავნე ნივთიერება, ევროპული მწარმოებელი ფირმა თავად დაგვიკავშირდა, მას როგორც ჩვენთან, ისე ლაბორატორიასთან ჰქონდა კონსულტაციები და თავად გადაწყვიტეს პროდუქციის შემოწმება, რადგანაც თავის იმიჯს უფრთხილდებოდნენ. ამ ფაქტის გათვალისწინებით მშობლებს რჩევას მივცემთ, რომ ეტიკეტზე აუცილებლად წაიკითხონ მეწარმე და მწარმოებელი, ყურადღება მიაქციონ რამდენი წლის ბავშვისთვისაა გათვალისწინებული სათამაშო და როგორია მისი გამოყენების წესები.

 

ყველა ახალი ამბავი
0