00:26 19 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (399)
243 0 0

მე-19 საუკუნეში აშენებული ნაგებობა სახელმწიფოს ბალანსზეა და ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასაყიდად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გამოიტანა.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ცნობილი ვაჭრების ანანოვების ყოფილი სასახლე აუქციონზე იყიდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მე-19 საუკუნეში აშენებული ნაგებობა სახელმწიფოს ბალანსზეა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ის გასაყიდად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გამოიტანა.

საპრივატიზებო ქონება 77 500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს.

ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და 2020 წლის 13 იანვარს დასრულდება.

აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ფასი 1 370 000 ლარია.

აუქციონის პირობების თანახმად, სასახლე სასტუმროდ უნდა გადაკეთდეს.

ანანოვები, „ცოლიკაური“ და კონიაკი „ვარციხე“

XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე ვაჭარი ივანე ანანოვი იყო. 1888 წელს ივანე გარდაიცვალა და ვარციხის მამულებისა და აჯამეთის ტყეების ექსპლუატაციის საქმე მისმა შვილიშვილებმა – აბგარმა და მიხრანმა განაგრძეს. მიხრანი ღვინის წარმოებას მისდევდა და მიღებული შემოსავლით ზვრებს აფართოებდა. ვაზის ადგილობრივი ჯიშების გარდა, მან საფრანგეთიდან შემოტანილი შამპანური ღვინის ჯიშები – პინო, ალიგოტე, სემილიონი და საკონიაკე ჯიში – ფონ-ბლანი გააშენა.

XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში ანანოვმა საფრანგეთიდან კონიაკის სახდელი შარანტის აპარატი ჩამოიტანა და ვარციხის ახლოს, აფხანაურში დაამონტაჟა. დანადგარს ფრანგი სპეციალისტები ამუშავებდნენ, 1905 წლიდან კი საქმეს გიორგი კეპულაძე უძღვებოდა. 1907 წლიდან ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო „ცოლიკაური"; იქაური ღვინომასალისგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე კი კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა საუცხოო კონიაკი „ვარციხე" შექმნა. მიხრან ანანოვის ღვინის სარდაფები საქართველოს ყველა კუთხეში იყო მოფენილი და ყოველწლიურად ღვინის ქარხნებში 600-700 ათას ლიტრ ღვინოს და 150 000 ბოთლ შამპანურს აწარმოებდნენ. მხოლოდ ვარციხის ღვინის სარდაფებიდან მეწარმეები ყოველწლიურად რუსეთში გზავნიდნენ 20-30 ათას სათლ ღვინოს, 30-40 ათას ბოთლ შამპანურს და 60 ათას ბოთლ კონიაკს.

ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე >>

ანანოვების მეურნეობას თანამედროვეები დაქირავებული შრომის გამოყენების ნიმუშად მიიჩნევდნენ, მათი ქარხნები მთელი რუსეთის მასშტაბით კარგი რეპუტაციით სარგებლობდა და საერთაშორისო სიგელები და მედლებიც მრავლად ჰქონდათ მოპოვებული.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანანოვები ავსტრიაში გადასახლდნენ. მათი დიდებული სასახლე ჯერ საბავშვო ბაღად, შემდეგ კი სასტუმროდ გადაკეთდა. მეურნეობა და ვარციხის ქარხანა, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება, „სამტრესტში" გაერთიანდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (399)

მთავარი თემები