საქართველოს ეკონომიკის ზრდა პროგნოზს აჭარბებს

© photo: courtesy of press-service of Ministry of Defence of Georgiaსამხედრო ქარხანა „დელტა“
სამხედრო ქარხანა „დელტა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესამე კვარტალში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ტელეკომუნიკაციებისა და მშენებლობის სფეროებში.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მშპ-ს ზრდამ მესამე კვარტალში შეადგინა 5,8% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

„ძალიან პოზიტიური შედეგები გვაქვს. მესამე კვარტალში ზრდა შეადგენს 5,8%-ს, რაც ჩვენს მოლოდინებს აჭარბებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია  თურნავამ, მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას.

მიმდინარე ფასების მიხედვით 2019 წლის ივლის-სექტემბერში მშპ-მ 4,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში დეფლატორი 7,2%-ს გაუტოლდა.

მეორე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მშპ-ს ზრდამ 4,6% შეადგინა.

რომელი სფერო ლიდერობს

მესამე კვარტალში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ტელეკომუნიკაციებისა და მშენებლობის სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ-ხუთეული 2019 წლის III კვარტალში

ეკონომიკის სფერო  ზრდა -%
გართობა და დასვენება  19.9
ინფორმაცია და კომუნიკაციები  18.2
მშენებლობა 17.1
ვაჭრობა 9.8
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება 8.1

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სფეროში (-4%) და სამთომომპოვებელ მრეწველობაში (-2,2%).

მშპ-ს სტრუქტურაში უდიდესი ხვედრითი წილი აქვთ შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები და გადამამუშავებელი მრეწველობა.

ლიდერები მშპ-ს სტრუქტურაში ხვედრითი წილის მიხედვით 2019 წლის III კვარტლისთვის

ეკონომიკის სფერო წილი მშპ-ში %
ვაჭრობა 14.3
უძრავი ქონების ოპერაციები 10.9
გადამამუშავებელი ინდუსტრია 10.8
მშენებლობა 10.0
სოფლის მეურნეობა 7.7

ეკონომიკის ზრდის პროგნოზები

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფერხებას 4,3% -მდე ვარაუდობს (2018 წლის 4.7% -დან), რადგან დაკრედიტების ზრდა შენელებულია, ხოლო რუსული რეისების აკრძალვა ხელს უშლის ტურიზმის სექტორის გაფართოებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს

ამის მიუხედავად, Fitch-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა „BB" რეიტინგის ქვეყნების საშუალო პროგნოზირებულ მაჩვენებელზე (3,3%) მაღალია. ინფრასტრუქტურაზე ხარჯის დაჩქარება და მცირედით შესუსტებული საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ზრდის ტემპის 4,7%-მდე დაჩქარებას, მიიჩნევს Fitch.

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება >>

ეკონომიკური ზრდის შენელებას ვარაუდობს ასევე კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზის თანახმად, 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა იქნება 4,3% – ტურიზმის სფეროში შემოსავლების მოსალოდნელი დაკარგვის გამო. მთლიანობაში, წლის განმავლობაში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება, ვინაიდან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, მიიჩნევენ კომპანიის ანალიტიკოსები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ამ ეტაპზე საგარეო მოთხოვნილების (ტურიზმის ექსპორტი) მოსალოდნელი შესუსტების ფონზე 2019 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 4,5%-ს მიაღწევს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ია. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0