კინოპროდიუსერების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება: „გადაიღე საქართველოში“ – სტატისტიკა

© Sputnik / Vladimir Umikashvili„ფორსაჟის" გადაღება თბილისში
„ფორსაჟის გადაღება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტია, რომელიც გულისხმობს იმ თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაღებისას დახარჯეს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამაში „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებში ქვეყანაში გადაიღეს „ფორსაჟი 9“ და სხვა მასშტაბური კინოფილმები, ნოემბერში განსახილველად 31 პროექტი შევიდა. აქედან 16 ფილმის გადაღება უკვე დაიწყო, ხოლო 15 პროექტი განიხილება, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.

გადაღებები დასრულდა: „ფორსაჟი 9-ის“ რეჟისორი თბილისს მადლობას უხდის>>

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ხაზინა 113.2 მილიონი ლარით შეივსება. გარდა ამისა, ამ ფილმების გადაღების წყალობით, სავარაუდოდ, 17 150 ადამიანი დასაქმდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად საერთაშორისო პროდიუსერებთან დამატებით ფილმების გადაღების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აღნიშნავენ სააგენტოში.

„ფორსაჟი 9–ის გადაღება თბილისში - Sputnik საქართველო
ჰოლივუდის ინტერესი თბილისისადმი იზრდება – პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმატება

„გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტია, რომელიც გულისხმობს იმ თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაღებისას დახარჯეს. 2019 წელს ეს თანხები 10 საერთაშორისო პროექტის ავტორებს დაუბრუნდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს, როგორც მიმზიდველი გადასაღები სივრცის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 30-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

ერთ–ერთი გახმაურებული პროექტი იყო ბლოკბასტერ „ფორსაჟი 9“-ის გადაღება, რომელმაც სახელმწიფო ხაზინა 32 მილიონი ლარით შეავსო. თანხაში შევიდა ტექნიკის, შენობების დაქირავება და პერსონალის დასაქმება. გადაღებები მიმდინარეობდა თბილისისა და რუსთავის ქუჩებში.

ყველა ახალი ამბავი
0