გაძვირდება თუ არა საქართველოში ბუნებრივი აირი

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გაზის ტარიფის შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ამ ეტაპზე საქართველოში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

გაზის დეტექტორების დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს >>

სემეკ-მა ბუნებრივი აირის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის გეგმიური ტარიფების დადგენის შესახებ გადაწყვეტილება 1 იანვრამდე უნდა მიიღოს.

„ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის, ქვეყანაში არსებობს სავალუტო კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მთავრობასთან ერთად აპირებს, რათა კურსის რყევის შემთხვევაშიც ამან გაზის ტარიფებზე გავლენა არ მოახდინოს“, - განაცხადა ნარმანიამ.

ყაზბეგი - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს

ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. ლარის კურსის გამყარების მიზნით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და სავალუტო რეზერვების ნაწილის გაყიდვა მოუწია.

„გასულ წელს, როდესაც ერთწლიანი ტარიფი დადგინდა, ლარის კურსი 2.66 იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, თუ ბოლო რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით, სცენარი პესიმისტური იყო – ახალა შედარებით ოპტიმისტურია“, - აღნიშნა ნარმანიამ.

2019 წლის 1 იანვრიდან „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისის“) აბონენტები ერთ კუბურ მეტრ გაზში იხდიან 46,139 თეთრს, Socar-ის აბონენტები - 49,5 თეთრს, „საქორგაზის“ – 50,02 თეთრს.

ყველა ახალი ამბავი
0