21:55 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (399)
51 0 0

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზარზე და, კერძოდ, ევროპაში ქართული ღვინის პოპულარიზებაა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პარიზის ღვინის ბუტიკებში Atelier Vinique და Sardapi 14 დეკემბერს ქართული ღვინის კვირეული გაიხსნება, სადაც ნატურალური ღვინის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება>>

ღვინის კვირეულზე თავის პროდუქციას წარადგენს ღვინის რამდენიმე მარანი: იასეს მარანი (Iases Marani), მარანი გელოვანი (Gelovani Cellar), დემის მარანი (Demis Winery), ბაიას ღვინო (Baia's Wine), რქა (RQA)

ღვინის კვირეული 21 დეკემბრამდე გაგრძელდება და თავის ლოკაციას რამდენჯერმე შეიცვლის.

ღვინის კვირეულის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია ევროპაში, მეღვინეების დახმარება, რომ პროცესს შემოქმედებითად და თამამად შეუდგნენ, გამოიყენონ თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების სინთეზი.

ორგანიზატორები აქცენტს მცირე მარნებზე აკეთებენ, რომლებიც მცირე რაოდენობით ამზადებენ ნატურალურ ღვინის წვენს ყოველგვარი დანამატების გარეშე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში გაიტანეს 86 მილიონზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია.

ამერიკელმა მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა>>

ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გადის. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში არიან ასევე უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (399)

მთავარი თემები