02:41 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (405)
82 0 0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მეგზევეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება, ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ მეგზევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, იუწყება პირველი არხი.

კერძოდ, დაგეგმილია ხაშურის 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზისა და ქუთაისი–სამტრედიის 41-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება, რაც ამ ქალაქებს სატრანზიტო მოძრაობისგან გაათავისუფლებს.

ქარსელაძის თქმით, წელს აქტიურად ხორციელდება საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები.

ამ დროისთვის აშენებულია 208 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კილომეტრ გზაზე. დამატებითი სამუშაოები დაგეგმილია კიდევ 50 კილომეტრზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პროექტებში დასაქმებულებიდან 80% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტებში 10 ათასი ადამიანია დასაქმებული, და მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი გაიზრდება.

რიკოთის უღელტეხილზე აქტიურად შენდება ხიდები და გვირაბები>>

ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ წელს სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა რიკოთის უღელტეხილის ხევი–უბისას და უბისა–შორაპნის მონაკვეთებზე. ასევე ხელშეკრულება გაფორმდა ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სადაც ახლა სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება შორაპანი–არგვეთის მონაკვეთს, აქ სატენდერო პროცედურები ბოლო ეტაპზეა. ამას გარდა, ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი–კობის გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე.

მთლიანობაში 2019 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაარემონტა დაახლოებით 800 კილომეტრი გზა, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის ოთხჯერ მეტია. ასევე დასრულდა 52 ხიდის მშენებლობა და რემონტი. დეპარტამენტმა სულ 200 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

განხორციელებულ პროექტებს შორისაა ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის 26-კილომეტრიანი გზა, განახლდა ჭრებალო–ნიკორწმინდის 26-კილომეტრიანი გზა.

მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპკექსისკენ მიმავალ გზაზე, ასევე აქტიურად მუშაობენ კახეთის მიმართულებით.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ისეთ გზებზე, სადაც არასდროს ყოფილა ასფალტ-ბეტონის საფარი. მათ შორისაა ახმეტისა და თიანეთის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზა და სხვ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (405)

მთავარი თემები