„საქაერონავიგაცია" ზამთრის სეზონს ახალი სანავიგაციო სისტემით ხვდება

© press-service of Georgian Air Navigationაერონავიგაციის სისტემა თბილისის აეროპორტში
აერონავიგაციის სისტემა თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის შემდგომი გაფართოება ასაფრენ-დასაფრენი ზოლისთვის პირველი კატეგორიის მინიჭების საფუძველი გახდება.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. „საქაერონავიგაცია" პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზე, რომლებიც საჰაერო ხომალდებს ზუსტი და უსაფრთხო ფრენების განხორციელებაში ეხმარება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში „საქაერონავიგაციამ" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა. წარმატებით დასრულდა სახელსაწყო დაფრენის სისტემების ჩანაცვლების პირველი ეტაპი და 420 მეტრით გაფართოვდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემა.

„საქაერონავიგაციის“ ფრენების მართვის ახალი ცენტრი - Sputnik საქართველო
საჩუქარი იუბილეზე: აერონავიგატორებს ახალი ცენტრი გადასცეს

ICAO-ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, სისტემა ჩეხურმა კომპანია ANS CR-მა შეამოწმა. ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა აღიარა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აქედან გამომდინარე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაფართოებული შუქ-ტექნიკა ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში.

„ზამთრის სანავიგაციო სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვხვდებით. ორივე პროექტი უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს", – განაცხადა „საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის 900 მეტრამდე გაფართოების პროექტზე, რომლის დასრულება გახდება საფუძველი იმისა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსით ICAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს.

ყველა ახალი ამბავი
0