მსოფლიოს მეტი ქართველი მეზღვაური სჭირდება: თურნავამ ლონდონში შეხვედრები გამართა

გამოწერა
მსოფლიოში ქართველ მეზღვაურებზე დიდ მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელისუფლება ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფართოებას და ფოთში მისი ფილიალის გახსნას გეგმავს.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ქართველი მეზღვაურების უცხოეთში დასაქმება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა ბერძნულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლონდონში იმართება, იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.

ფოთი - Sputnik საქართველო
ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა იწყება

თურნავას თქმით, მეზღვაურის პროფესიაზე უცხოეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა და ათასობით ქართველი მეზღვაური სხვადასხვა ქვეყნის დროშებით მცურავ გემებზე მსახურობს. მინისტრმა განაცხადა, რომ უცხოეთში ქართველ მეზღვაურებზე განსაკუთრებული მოთხოვნა არსებობს.

„ასამბლეის ფარგლებში ათამდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრებს ვხვდები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ქვეყნებში საზღვაო ინდუსტრიაზე. ყველა შეხვედრაზე საუბარი მაქვს, თუ როგორც შევუწყოთ ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმებას მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ასამბლეის ფარგლებში ბრაზილიის საზღვაო  ადმინისტრაციასთან გაფორმდება მემორანდუმი, რაც ქართველ მეზღვაურებს ამ ქვეყნის დროშით მცურავ 800 გემზე სამსახურის შესაძლებლობას მისცემს.

საზღვაო აკადემიის კურსანტებმა ბათუმში მსვლელობა მოაწყვეს >>

„ვხვდებით და ვაღრმავებთ ურთიერთობას გერმანიის საზღვაო ასოციაციასთან. გერმანული დროშით მცურავ სამი ათასზე მეტ გემზე მსახურობენ ჩვენი მეზღვაურები, თუმცა გვინდა კიდევ უფრო მეტი მეზღვაური დასაქმდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს დროში დაიწყება ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფართოება და ფოთში მისი ფილიალის გახსნის პროექტის განხორციელება.

ყველა ახალი ამბავი
0