17:28 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
მიხეილ დაუშვილი

ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი ქართველ მეწარმეებს შეხვდა

photo: Georgian Government / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (354)
64 0 0

ქართველ მეწარმეებს იმედი აქვთ, რომ ბიზნეს-ომბუდსმენის საქმიანობა უზრუნველყოფს სტაბილურ და პროგნოზირებად ბიზნეს-გარემოს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ახლად დანიშნულმა ბიზნეს-ომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა ქვეყნის ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეხვედრაზე მიხეილ დაუშვილმა ბიზნესთან ურთიერთობის საკუთარ ხედვებზე ისაუბრა, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ასოციაციის წევრებმა ბიზნეს-სექტორის სფეროში არსებული პრობლემური საკითხები წარმოადგინეს, რომელთა მოგვარებაში, მათი თქმით, ბიზნეს-ომბუდსმენის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-ომბუდსმენის აქტიურმა ჩართულობამ უზრუნველყოს სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს-გარემო, რადგან ეს ინსტიტუტი ისტორიულად ჩამოყალიბდა მთავრობასთან და უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად. ამიტომაც იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება", – განაცხადა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნეს-ომბუსდმენის ინსტიტუტის ამოცანაა მეწარმეთა უფლებების დაცვა. უწყება მთავრობას ეკონომიკის სფეროში გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს ექსპერტებს, სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შექმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც შეიძლება შევიდნენ ადმინისტრაციული და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში შეასრულოს "სასამართლოს მეგობრის" (amicus curiae) ფუნქცია.

თავიდან, 2011 წელს საქართველოში საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი გაჩნდა, რომელიც 2015 წელს ბიზნეს-ომბუდსმენად გარდაიქმნა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (354)

მთავარი თემები