01:24 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

ახლო მომავალში საქართველო ავიამიმოსვლის დაწყებას აპირებს სეიშელის კუნძულებთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველო კორეის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მთავრობამ გამოსცა, იუწყება პირველი არხი.

სეულსა და თბილისს შორის პირველი ჩარტერული რეისები 2018–2019 წლებში დაინიშნა. 2019 წლის იანვარ–ოქტომბერში კორეიდან საქართველოში 15 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც თითქმის 24%–ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პირდაპირი ავიარეისების გამოჩენით ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის გაიზრდება.

საქართველო საჰაერო მიმოსვლის თაობაზე კიდევ რამდენიმე შეთანხმების გაფორმებას აპირებს. მათ შორის, სეიშელის კუნძულებთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან.

რეგულარული ავიამიმოსვლა საქართველოსა და ინდოეთს შორის 2020 წლიდან დაიწყება. რეისებს განახორციელებს დაბალბიუჯეტიანი ინდური ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited). პირველი რეგულარული რეისი დელი–თბილისი–დელი 5 მარტს შესრულდება.


მთავარი თემები