საქართველოსა და სამხრეთ კორეას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლო მომავალში საქართველო ავიამიმოსვლის დაწყებას აპირებს სეიშელის კუნძულებთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველო კორეის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მთავრობამ გამოსცა, იუწყება პირველი არხი.

სეულის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველო და სამხრეთ კორეა ეკონომიკურ თანამშრომლობას განავითარებენ

სეულსა და თბილისს შორის პირველი ჩარტერული რეისები 2018–2019 წლებში დაინიშნა. 2019 წლის იანვარ–ოქტომბერში კორეიდან საქართველოში 15 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც თითქმის 24%–ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პირდაპირი ავიარეისების გამოჩენით ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის გაიზრდება.

საქართველო საჰაერო მიმოსვლის თაობაზე კიდევ რამდენიმე შეთანხმების გაფორმებას აპირებს. მათ შორის, სეიშელის კუნძულებთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან.

რეგულარული ავიამიმოსვლა საქართველოსა და ინდოეთს შორის 2020 წლიდან დაიწყება. რეისებს განახორციელებს დაბალბიუჯეტიანი ინდური ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited). პირველი რეგულარული რეისი დელი–თბილისი–დელი 5 მარტს შესრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0