არჩილ თალაკვაძე: ამის ზემოთ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, სესხი აიღონ დოლარში

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
 მანამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი არ განიხილავდა ლარში გასაცემ სესხებზე 200 000-ლარიანი ლიმიტის საკითხის გადახედვას.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემაზე ლიმიტი უნდა შემცირდეს და 200 ათასიდან ასი ათასამდე დაიწიოს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
გაძვირებული სესხები და ეკონომიკური სტაგნაციის საფრთხე...

აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

„მხოლოდ 100 ათასი ლარის ფარგლებში იყოს სავალდებულო წესი სესხების გაცემაზე ეროვნულ ვალუტაში. ამის ზემოთ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, სესხი აიღონ დოლარში", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი არ განიხილავდა ლარში გასაცემ სესხებზე 200 000-ლარიანი ლიმიტის საკითხის გადახედვას. უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ 200 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აღების შესაძლებლობის საკითხი ბიზნესასოციაციამ დააყენა.

„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ეს განხილვები არ შემდგარა. 200 000 ლარიანი ზღვარი, რომელიც დღეს არსებობს, ჩვეულებრივ მოქმედებს“, –  განაცხადა მაშინ კობა გვენეტაძემ.

ლარში სესხის გაცემაზე ლიმიტი 2019 წლის იანვრამდე 100 ათასი ლარი იყო, თუმცა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ზღვარი 200 000 ლარამდე გაიზარდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0