ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პოტენციური ინვესტორი დაკარგა

© photo: Anaklia Port / FBანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მხარე აქტიურად ეძებს ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკულ კომპანია Meridian Capital NL B.V-ს ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა როგორც ინვესტორმა მონაწილეობა მიიღოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ანაკლიის პორტის მომავალი აკვატორია - Sputnik საქართველო
ამერიკულმა კომპანიამ ანაკლიის პორტის პროექტიდან წასვლა გადაიფიქრა

ანაკლიის პორტის უმსხვილესმა ინვესტორმა, ამერიკულმა კომპანია Conti International-მა კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში განაცხადა, რის გამოც კონსორციუმი იძულებული გახდა, ახალი პარტნიორის ძებნა დაეწყო.

ბოლო მონაცემებით, Anaklia Holding JSC კომპანიის აქციების 4,16% შეიძინა Van Oord International-მა, ჰოლანდიური კომპანიის Van Oord Dredging & Marine Contractors BV შვილობილმა კომპანიამ. კონსორციუმთან მიერთებით დაინტერესებულია ასევე კომპანია Meridian Capital NL B.V.

„წერილში აბსოლუტურად არც ერთი მიზეზი არ იყო მითითებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინვესტორს („ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" - რედ.) აქვს გარკვეული ალტერნატიული ვარიანტები და ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა მათთან", – განაცხადა ჟურნალისტებთან „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ ჟურნალისტებთან.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო შეთანხმებით, ახალი ინვესტორ Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა მთავრობის მიერ 29 ოქტომბერი განისაზღვრა.

სამუშაოები ანაკლიის პორტში - Sputnik საქართველო
ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებს

თუმცა, ორშაბათს, 28 ოქტომბერს, Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა წერილობითი ფორმით მიმართა სამინისტროს და დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პროექტში როგორც ინვესტორმა. ამიტომაც კომპანიამ უწყებას მოწონების თაობაზე ყველა პროცედურის შეჩერების თხოვნით მიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უწყება ითვალისწინებს Meridian Capital NL B.V-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

პორტის მუშაობის დაწყების დროდ 2021 წელი სახელდებოდა. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
„მიხედეთ საქმეს" – თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მიმართავს

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლნ დოლარია.

ამასთან, 16 დეკემბრამდე ძალაში უნდა შევიდეს სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც საჭიროა პირველი ფაზის ფინანსური დახურვისთვის, ხოლო 17 დეკემბრამდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უნდა წარმოადგინოს 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორის მიერ ვალდებულებების შესრულებას. წლის ბოლომდე კი კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსების თაობაზე მავალდებულებელი შეთანხმება და ასევე კრედიტორებისგან დაფინანსების მიღების შესახებ დოკუმენტი.

ყველა ახალი ამბავი
0