08:51 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
296 0 0

საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული სადრენაჟო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 45 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთის გამოყენება გახდა შესაძლებელი,

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემის  მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს მელიორაციის მიერ განხოციელებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად , ყაზმების მუნიციპალიტეტში დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.

სამინისტროს ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების: სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას,  სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

საქართველოს მელიორაციის მიერ განხოციელებული სამუშაოების შედეგად 45  ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება.

მთავარი თემები