თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მელიორაციის მიერ განხოციელებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად , ყაზმების მუნიციპალიტეტში დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.
სამინისტროს ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების: სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.
საქართველოს მელიორაციის მიერ განხოციელებული სამუშაოების შედეგად 45 ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება.