აჭარა მანდარინის მოსავლის ასაღებად ემზადება

გამოწერა
აჭარელი ფერმერები შიშობენ, რომ მანდარინის რეალიზაციისას პრობლემები შეექმნებათ

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. „ნარინჯისფერი რთველის“ დაწყებამდე ერთი თვე რჩება, თუმცა ბათუმში უკვე გაიხსნა ციტრუსების მოსავლის აღების საკოორდინაციო შტაბი, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად საკოორდინაციო შტაბის პრეზენტაცია გამართა და ფერმერებთან შეხვედრა გამართა.

ფერმერების მთავარი საფიქრალი, რასაკვირველია, მანდარინის ხარისხი და მოსავლის რეალიზაციაა. აჭარის სოფლების მოსახლეობა აცხადებს, რომ წელს შხამ–ქიმიკატებზე იმდენი ფული დაიხარჯა, რომ ციტრუსების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მხოლოდ ბაღების მოვლას ეყოფა.

მანდარინის პლანტაცია აჭარაში - Sputnik საქართველო
აჭარელ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევას სთავაზობენ

„მანდარინი არ არის იმ ზომის, რა ზომისაც უნდა იყოს. ხალხმა ბანკებიდან კრედიტები გამოიტანა და ბაღები დაამუშავა. ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, ალბათ, მოსავალი გაუფუჭდება. მე ველი ერთი ტონა მანდარინის მოსავალს, მაგრამ ძალიან რთულია რეალიზაცია“, – აღნიშნა აჭარის მკვიდრმა ტელეარხის ეთერში.

აჭარელი ფერმერები შიშობენ, რომ დაზიანებული მოსავლის გამო მათ გაუჭირდებათ მანდარინის გაყიდვა. ბოლო წლებში ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი 40–დან 50 თეთრამდე მერყეობს.

წელს აჭარაში 50–55 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელიან.

„მოსავლის ჩასაბარებელი პუნქტები მზადაა. მათი ნაწილი გადაიარაღებითაა დაკავებული, მაგრამ როდესაც სეზონი აქტიურ ფაზაში შევა, ისინი სრულ მზადყოფნაში იქნებიან, რათა ციტრუსების მოსავალი ჩაიბარონ. კერძო კომპანიები როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებს ამზადებენ. ჩვენ ფერმერებს ამ კომპანიებთან კავშირის დამყარებაში, ასევე, მოსავლის სხვადასხვა ბაზარზე გატანაში დავეხმარებით“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.

მავნებლის ძიებაში: მოძრავი ლაბორატორია ქართულ სოფლებს ამოწმებს >>

ციტრუსები, ძირითადად, ქვეყნის შიგნით იყიდება, თუმცა მანდარინი საქართველოდან გადის ასევე რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლევანდელ სეზონზე მანდარინის ლატვიასა და პოლონეთში გატანასაც გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0