07:56 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ბათუმის პორტი

საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – მცირდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (312)
7010

ცხრა თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი 11,1%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3,3%-ით შემცირდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა და თითქმის 9,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ქართული პროდუქციის ექსპორტმა ცხრა თვეში 2,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ეს 11,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, იმპორტი 3,3%-ით შემცირდა და თითქმის 6,5 მლრდ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ზრდის, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

კერძოდ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდისა და დივერსიფიკაციის საკითხებზე. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიკაციას და ქმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.

გასაღების ბაზრები

საქართველო წარმატებით ვაჭრობს მეზობელ ქვეყნებთან – ლიდერები წლიდან წლამდე არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემები ამ ქვეყნებიდან ექსპორტისა და იმპორტის შესახებ „საქსტატს" ჯერ არ გაუვრცელებია.

სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან წარმატებით ვითარდება. ბოლო პერიოდში საქართველომ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან.

აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასა და აშშ-თან. იმავდროულად დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები ინდოეთთან.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (312)

მთავარი თემები