გახარია: ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე უნდა აისახოს

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე
გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის აზრით, ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იმოქმედოს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ, რათა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
გაძვირებული სესხები და ეკონომიკური სტაგნაციის საფრთხე...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელებას ვარაუდობდა 4,3%-მდე, რაც არ გამართლდა. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5% შეადგინა.

„როგორც მთავრობის, ისე პარლამენტისა და ეროვნული ბანკის მხრიდან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რათა 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ის აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტი „საკმაოდ დაბალანსებული გამოვიდა“ და მასში ასახულია „სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა".

გახარიას აზრით, ასეთი დაბალანსებული მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი გამოწვევაა, მაგალითად, ლარის კურსი, რომელიც სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოქალაქეების ყოველდღიურობაზე.

გასულ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა – ეროვნულმა ბანკმა 27 სექტემბერის ოფიციალური კურსი 2,9808 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0